ინტერესი

123

2015-03-25

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი, 185 საწოლზე გათვლილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძედა სხვა სტუმრები. პრემიერ–მინისტრმა კლინიკის შენობა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ვრცლად

2015-01-16

ჰიპოკრატეს ფიცი (ქართული, Greek, English)

ჰიპოკრატეს ფიცი “ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეებათ ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება:

ვრცლად

2015-01-14

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით - 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) სადღესასწაულოდ გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი, რამაც ეს დღე ერის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვნეს თარიღად აქცია.

ქართული უნივერსიტეტის ფუძემდებლებს კარგად ესმოდათ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების შემოღების აუცილებლობა. უნივერსიტეტის დაარსების უპირველესი ინიციატორი - სულმნათი ივანე ჯავახიშვილი წერდა - “...ჩვენი სამშობლოს ბუნებაც, უძრავი და მოძრავი, უტყვი და მეტყველი, იმდენად საყურადღებოა მკვლევარისთვის, ადგილობრივი პირობებისა გამო, კაცის სხვადასხვა სნეულებას იმდენი ჯერ კიდევ შეუსწავლელი განსხვავებული თვისებები აქვს, რომ აქაც ჩვენ უმაღლეს სასწავლებლის მეცნიერ ბუნებისმეტყველთა და სამკურნალო ფაკულტეტს ფართო და საპატიო სამოქმედო ასპარეზი ექნება”.

ვრცლად

2014-11-03

ივანე თარხნიშვილის ბიოგრაფია

ივანე თარხნიშვილი დაიბადა 1846 წლის 15 ივნისს თბილისში. შამწუხაროდ, ივანეს ბედმა დაბადების პირველივე წელს უმუხთლა და დედით დაობლებული ბავშვის გაზრდისა და აღზრდის მთელი სიმძიმე მთლიანად მამას დააწვა. გენერალ-ლეიტენანტობას მიღწეული რამაზ თარხან-მოურავი სამხედრო საქმის დიდი მოტრფიალე იყო და ამ საქმეში საკმაოდ კარგადაც იჩენდა თავს, ამას შეიძლება ხელს ისიც უწყობდა, რომ იგი ქართველი მეომრის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი იყო. მან შვილის აღზრდისა და განვითარებისათვის არაფერი დაიშურა და პატარა ვანოს ასაკისათვის მაქსიმალური განათლება მისცა.

ვრცლად








კონფერენციები

Created By Lemons