თბილისი

თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაფუძნდა მე-5 საუკუნეში, ხოლო საქართველოს დედაქალაქად იქცა მე-6 საუკუნეში. თავისი მდიდარი ისტორიისა და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით თბილისში შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობები. ქალაქის ცენტრში ბევრი თანამედროვე პროსპექტი და ძველებური ვიწრო ქუჩაა. ტურისტებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შუა საუკუნეების უბანი. თბილისში მოქმედებს როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე მეჩეთები და სინაგოგები, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს თბილისური ტოლერანტობის მაღალ დონეზე.

ქალაქში დიდი რაოდენობით არის ბარ-რესტორნები და ფეშენებელური სასტუმროები, თუმცა არც იაფი საცხოვრებელის შოვნა წარმოადგენს პრობლემას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულო და მიირთვათ ყავა. მრავალრიცხოვანი კლუბების წყალობით ცხოვრება მუდამ აქტიურ რეჟიმშია, მსურველებს ყოველთვის შეუძლიათ გაერთონ ღამითაც. თბილისის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ნარიყალას ციხე-სიმაგრე, სიონის ტაძარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ვორონცოვის სასახლე, სამების საკათედრო ტაძარი, ეროვნული მუზეუმი და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ქალაქის უკეთ გაცნობის მიზნით ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ვიზიტორებისათვის საინტერესო იქნება უხსოვარი დროიდან სახელგანთქმული გოგირდის აბანოები. პრაქტიკულად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედებს უფასო ინტერნეტი. თბილისი აზიასა და ევროპას შორის ერთგვარ გზის გასაყარს წარმოადგენს. სწორედ თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით ბოლო წლებში თბილისი იქცა მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტად სავაჭრო პროექტებისა და გლობალური წარმოებისათვის. ტურიზმი აქ სწრაფად ვითარდება, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ახალი შენობებისა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა. ქალაქში არც ისე ბევრია სწრაფი კვების ობიექტები, როგორიცაა მაკდონალდი ან ბურგერ კინგი, მაგრამ მოქმედებს პატარა ბაზრები, სადაც იყიდება ქორფა ხილი და ბოსტნეული. ქალაქში 200-მდე სკოლა და 100-მდე უმაღლესი სასწავლებელია, რომლებშიც სწავლობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში არის ცნობილი.

რუსთაველის გამზირი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ადგილს წარმოადგენს. აქ მდებარეობს ბევრი მუზეუმი, თეატრი, რესტორნარი და სავაჭრო ცენტრი. შეგიძლიათ დაიქირავოთ ველოსიპედი, გაისეირნოთ ამ შესანიშნავ ქუჩაზე და დატკბეთ ქალაქის ხედებით. თბილისი ყოველთვის იზიდავდა მწერლებსა და მხატვრებს. თბილისის ხედები, ვიწრო კოლორიტული ქუჩები, ეკლესიათა გუმბათები, წიგნის მაღაზიები მრავალი ცნობილი ხელოვნის შემოქმედებაში არის ასახული. თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელსაც მსოფლიო სულ უფრო და უფრო ახალი კუთხით ეცნობა.

 

  








2015-03-01

სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცა

კონფერენციაში მონაწილობის პირობები:
1. მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და ხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)
2. მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური
3. კონფერენიის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
4. წინასწარი რეგისტრაცია 30 მარტამდე
5. თეზისების მიღება დაიწყება 2015 წლის 30 იანვრიდან და შეწყდება 30 აპრილს 17:00სთ-ზე. (დაგვიანებული თეზისები კონფერენციაზე არ დაიშვება;)

 

ვრცლად

2015-04-07

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო გიწვევთ 2015 წლის 14-15 მაისს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე

ვრცლად

კონფერენციები

Created By Lemons