კლუბ "VITALIS" შესახებ

სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS” ი საქართველოს სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა ივ. თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით და თავის საქმიანობას წარმართავს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

კლუბის სახელწოდება წარმოადგენს ლათინურ სიტყვა “VITALIS” რაც ნიშნავს სასიცოცხლოს, სიცოცხლის მიმნიჭებელს.

Screenshot (1)
კლუბის დევიზი: “საკუთარი თავის ფლობა უდიდესი ძალაუფლებაა” 

 

კლუბის ემბლემა შედგება სამ სიმბოლოსგან, ის წარმოადგენს ტვინის დიდ ნახევარ სფეროებს (ხედი ზევიდან), ასევე შუაში არის მზის დისკოს გამოსახულება(რაც ასოცირდება სინათლესთან, სინათლის წყაროსთან) და მზეში არის გრაფიკული სიმბოლო რომელიც ცენტრიდან იწყება სპირალის სახით და პერიფერიაზე ღებულობს თვალის ფორმას (სიღრმისეული დაკვირვება.

 

 

   https://clubvitalis.wordpress.com/
   VitalisSSRC
  VitalisSSRC@gmail.com

 (+995) 598605894

 

 








2015-03-03

კლუბ „ვიტალისის“ ერთი წლის შემაჯამებელი შეხვედრა

2015 წლის 18 მარტს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით კლუბ „ვიტალისის“ წევრებმა მათი მუშაობის ერთი წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ამ დროის განმავლობაში კლუბის მიერ განხორციელებული შიდა და საზოგადო აქტივობები, მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და, ასევე, სამომავლო გეგმები.

ვრცლად

კონფერენციები

Created By Lemons