დაბა ბაკურიანში

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები ახლომდებარე სოფლებსა და წყაროებამდე, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით.

ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.

მდებარეობა

ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია (111.847 მილი), ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია (18.6411 მილი).

კლიმატი

ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 C, იანვრისა - 7,2 C, აგვისტოსი 15 C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.

როგორ ჩამოვიდეთ?

ავტომანქანით

თბილისი - ბაკურიანი 180კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ.

ბათუმი - ბაკურიანი 295კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 4.5სთ

ქუთაისი - ბაკურიანი 155კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ

 ავტობუსით/“მარშუტკით“

ბაკურიანისაკენ მომავალი მიკროავტობუსები ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე ყოველდღიურად გადიან:

თბილისიდან - რკინიგზისა და დიდუბის ავტოვაგზლებიდან.>> მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ, მგზავრობის ფასი - 10-11 ლარი

ბორჯომიდან >> მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 0.5სთ,  მგზავრობის ფასი - 3 ლარი

ბათუმიდან >> მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 4.5სთ, მგზავრობის ფასი - 20 ლარი

ქუთაისიდან >> მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ, მგზავრობის ფასი - 11 ლარი

ხაშურიდან>> მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 1 სთ, მგზავრობის ფასი - 5 ლარი

 მატარებლით

თბილისი-ბორჯომი გადის ყოველდღე:

- 06:45 -ზე, ბორჯომში ჩადის 10:45 - ზე

- 16:35–ზე, ბორჯომში ჩადის 20.45 - ზე

 თვითმფრინავით

აეროპორტებიდან ბაკურიანამდე მანძილი:

ქ. თბილისიდან - 190კმ.

ქ. ბათუმიდან - 300კმ.

ქ. ქუთაისიდან - 160კმ.

ქ. ტრაპზონიდან (თურქეთი) – 500კმ.

ქ. ბაქოდან (აზერბაიჯანი) – 750კმ.

ქ. ერევნიდან (სომხეთი) – 270კმ.

ქ. ვლადიკავკაზიდან (რუსეთი) – 350კმ.

 საჭირო ინფორმაცია

ტელეფონი. ქვეყნის კოდია 995. ბორჯომის რაიონის კოდია 367. მობილური ტელეფონით – GSM 900 და 1800 ქსელები. დაფარვის ზონა კარგია და მთელ რეგიონს მოიცავს.

პოლიცია/პატრული. პოლიცია ბაკურიანის ცენტრში, აღმაშენებლისა და მთის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს.


გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – ტელ. 112.

 საავადმყოფო/ექიმები.

ბაკურიანი

ჯეოჰოსპიტალსის ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი

მისამართი: კობა წაქაძის #2.

ტელ: 0367 24 00 25

ბორჯომი

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

მისამართი: სააკაძის #3

ტელ: 0367 22 50 51

 ბანკი და ბანკომატები

ბანკი:

საქართველოს ბანკის ფილიალი აღმაშენებლის ქუჩა #20ა.

ბანკომატები:

ლიბერთი ბანკის, თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას ბანკომატები მდებარეობენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრში.

საქართველოს ბანკის ბანკომატი აღმაშენებლის ქუჩა #20ა.

თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს პროკრედიტ ბანკის ბანკომატი.

25იანებთან, სასტუმრო "ვილა პალასში" მდებარეობს ტაოპრივატ ბანკის ბანკომატი








2015-02-12

მედიკოსთა ტრადიციული 37-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია

სამედიცინო პროფილის და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

მედიკოსთა ტრადიციული 37-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის (ბაკურიანი, 21.02 - 01.03) საორგანიზაციო კომიტეტი, სპეციალურად თქვენთვის, თითქმის 40 პროცენტიანი ფასდაკლებით გთავაზობთ კონფერენციაში მონაწილეობას და საერთაშორისო ღონისძიების სერტიფიკატების მიღებას.

ვრცლად

2015-02-13

ზამთრის სკოლა–ბაკურიანი 2015

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით 2015 წლის 16–დან 20 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება ტრადიციული პროგრამა: "ზამთრის სკოლა–ბაკურიანი". 

ვრცლად

კონფერენციები

Created By Lemons