ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა

სათაური

  • სათაურმა უნდა ასახოს კვლევის საგანი
  • სათაური ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომის ფოკუსს (არც ზედმეტად ფართო უნდა იყოს, არც ზედმეტად ვიწრო)
  • სათაური თვითამხსნელი უნდა იყოს მოცემული სფეროს სპეციალისტებისათვის

აბსტრაქტი

კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი შედგება ერთი პარაგრაფისაგან, რომელშიც 4-10 წინადადებაა. არსებობს ორი სახის აბსტრაქტი: I კონცენტრირებას ახდენს მიღებულ შედეგებსა და მათგან გამომდინარე დასკვნებზე; II კი ახდენს ნაშრომის 4 ძირითადი ნაწილის (შესავალი, მეთოდები, შედეგები, დისკუსია) თითო-თითო წინადადებით შეჯამებას. 

შესავალი

შესავლის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველების მოპოვება. ის სამი ძირითადი საფეხურისაგან შედგება: 

1. საკვლევი სივრცის შექმნა

  • პრობლემის აქტუალობის ჩვენებით (სავალდებულო)
  • მოცემულ სფეროში უკვე არსებული გამოკვლევების განხილვით (სავალდებულო

2. კონტექსტის შექმნა

  • წინა გამოკვლევების საფუძველზე ყურადღების მიღმა დარჩენილი საკითხების მითითებით და არსებული ცოდნის შევსების მცდელობით (სავალდებულო)

3. კონტექსტის ათვისება

  • გამოკვლევის მიზნისა და ხასიათის მითითებით (სავალდებულო)
  • ძირითადი დასკვნების წარმოდგენით (არჩევითი)
  • ნაშრომის სტრუქტურის გადმოცემით (არჩევითი)

მეთოდები

მეცნიერებებში მეთოდების სექცია შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:

  • დეტალურადაა გადმოცემული ყველა პროცედურა
  • არ ხდება არსებული კვლევების განხილვა
  • მოიცავს დასაბუთებებს, ახსნა-განმარტებებსა და მაგალითებს
  • ტერმინოლოგია ხშირად მეორდება

შედეგები

  • მეთოდოლოგიის დასაბუთება
  • შედეგების ინტერპრეტაცია
  • არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენა
  • კომენტარი მიღებულმონაცემებთან დაკავშირებით
  • ინტერპრეტაციის პროცესში სირთულეების ჩვენება

დისკუსია / დასკვნა

დასკვნა სამი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

  • საკვლევი სივრცის გამთლიანება (სავალდებულო)
  • მოცემული გამოკვლევის შეზღუდვების ჩვენება (არჩევითი, თუმცა გავრცელებული)
  • მომავალი კვლევისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მითითება (არჩევითი და გავრცელებული მხოლოდ ზოგიერთ სფეროში) ბიბლიოგრაფია








კონფერენციები

Created By Lemons