ესეების კონკურსი

დნმ–ის დღესთან დაკავშირებით (25 აპრილი) თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი, სტუდენტური სამეცნიერო კლუბი „მეგ“ (მომავალი ეკუთვნის გენეტიკას), სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება ატარებს ესსეების კონკურსს სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის სტუდენტებისათვის საქართველოს უნივერსიტეტებიდან თემაზე: ადამიანის გენომის პროექტი და მისი დადებით და უარყოფითი მხარეები მედიცინაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კონკურსის წესები და პირობები იხილეთ ქვევით ესსეების ჩაბარების ბოლო ვადაა 31 მარტი. ნაშრომებს შეაფასებენ საქართველოში მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის წამყვანი სპეციალისტები. I, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2015 წლის 27 აპრილს, სამ საათზე რექტორატის კორპუსში. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი "საჩუქრად საკუთარი დნმ".

რას გულისხმობს დნმ–ის შესახებ ესეების განხილვა/კონკურსი

დნმ–ს ორმაგი სპირალის სტრუქტურა 60 წელზე მეტია რაც აღმოჩენილ იქნა  ჯეიმს უოტსონის და ფრენსის კრიკის მიერ. 25 აპრილი არის დნმ–ს საერთაშორისო დღე ,რომელიც გენეტიკის მიღწევებს და მის მომავალ ხედვებს ეძღვნება. უკვე 8 წელია, რაც ადამიანის გენეტიკის ევროპის და  აშშ–ს საზოგადოებებმა დააწესეს და აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ  სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. 

 წელს საქართველო თსსუ–ს და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით უერთდება ამ აქციას და  პირველად ჩაატარებს დნმ–ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც  მოიცავს გენეტიკის სხვადასხვა პრობლემისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსს. ესეების კონკურსი ემსახურება გენეტიკაში ცოდნის გაღრმავებას და ასევე,   გენეტიკის დარგის პოპულარიზაციას საქართველოში.  კონკურსის მიზანია დააყენოს სტუდენტი გამოწვევის წინაშე, დააფიქროს გენეტიკური კვლევების როლზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მედიცინის და საზოგადოებისთვის. ესე  უნდა შიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ იმ საკითხის  ღრმა ცოდნას, რომელიც ესეს კონკურსში გამოცხადებულ   თემებს შეეხება.

სანამ დაიწყებთ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებს 

მონაწილეები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილი სტუდენტებისთვის.

საკითხი 2015

ადამიანის გენომის პროექტის (1990-2003 წ.წ.)  დასრულების შედეგად  ადამიანის დნმ-ში გაშიფრული იქნა 3 მილარდიანი ნუკლეოტიდური თანამიმდევრობა და იდენტიფიცირდა დაახლოებით 20-25 000 გენი.  პროექტმა სრულად  შეცვალა წარმოდგენა ადამიანის გენომის შესახებ. გენების სტრუქტურასა და რეგულაციაზე დაგროვილმა ცოდნამ მრავალი სახის გამოყენება ჰპოვა თანამედროვე სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებაში და პრაქტიკაში. 

ახსენით რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის გენომის პროექტის  განხორციელებით მიღებულ შედეგებს მედიცინის განვითარებაზე (დაავადებების დიაგნოზირება, პრევენცია და მკურნალობა) და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

პრიზები

პირველი ადგილი - 300 ლარი

მეორე ადგილი – 200 ლარი

მესამე ადგილი  – 100 ლარი

სპეციალური თარიღები

1 თებერვალი – ესეების ჩაბარების დაწყება

31 მარტი – ესეების ჩაბარების ბოლო ვადა

27 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა და  დაჯილდოება

ესე წარმოდგენილი უნდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ელენე აბზიანიძესთან, ყოველდღე 3:00–დან 4:00–სთ–მდე.

წყაროები:

სტუდენტების მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შემდეგი წყაროები:

ესეების  ჩაბარების წესები

ესეს ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტს 17:00 სთ–მდე. ნაშრომი უნდა ჩააბაროთ ნაბეჭდი სახით თსსუ–  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში და ელექტრონული სახით უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: geoepigene@gmail.com

შენიშვნა

ყველა  ნაშრომის მიღებული იქნება აკადემიური პატიოსნების წესების დაცვით, რაც გულისხმობს პლაგიატიზმის ( სხვისი ნაშრომის ან აზრის გამოყენება ციტირების გარეშე)  გამოვლენას. ნაშრომი, რომელიც შეიცავს პლაგიატიზმის ნიშნებს მოხსნილი იქნება კონკურსიდან.

ციტირების წესები:

ციტირება უნდა მოხდეს კვადრატულ ფრჩხილში [ციფრი] ნაშრომის ბოლოს ჩამოთვლილი ლიტერატურის სიის შესაბამისად.

ლიტერატურის სია შედგენილი უნდა იყოს ალფავიტის მიხედვით და შემდეგი თანმიმდევრობით:

ავტორის გვარი/ები, სტატიის სათაური, წყარო (ჟურნალის დასახელება ნომრის და გვერდების მითითებით), წელი.

ასევე გაითვალისწინეთ:

ციტირების დროს არ უნდა შეიცვალოს ორიგინალური შინაარსის მნიშვნელობა

თუ რაიმეს დაამატებთ უნდა აღნიშნოთ კვადრატულ ფჩხილებში თქვენი ინიციალები მაგ., [დამატება; ა.ნ.]

ძალზე მნიშვნელოვანია:

შესაფერისად არ ჩაითვლება  ნაშრომი, რომელიც შედგება მხოლოდ (ან დიდი ნაწილი) ციტირებული ტექსტისგან (მონაცემებისგან).  გათვალისწინებული იქნება თქვენი მსჯელობა და არა სხვისი ნაშრომის არსის გადმოცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოყენებული წყაროების  მიუხედავად ძირითადი შინაარსი თქვენს მიერ უნდა იყოს დაწერილი.

 ფორმატი

ესე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 ეგზემპლარად დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ელენე აბზიანიძესთან, ყოველდღე 3:00–დან 4:00–სთ–მდე.

ერთ–ერთ ეგზემპლარზე  წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი, ჯგუფი, ესეს სათაური და ტექსტი.

მეორე ეგზემპლარზე მხოლოდ ესეს სათაური და ტექსტი

ტექსტი არ უნდა შეიცავდეს 750 სიტყვაზე მეტს (ლიტერატურის სიის გარეშე)

ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე სილფაენით ან აკად ნუსხურით დაბეჭდილი, MS Word–ში, 12 შრიფტით, სტრიქონებს შორის შუალედი  1,5.

ნებადართულია ერთი შესაბამისი გრაფიკის ან სურათის დართვა და სტუდენტის ერთი სურათის დართვა.  გრაფიკის ან სურათის  განმარტებები ჩაითვლება 750 სიტყვის ნაწილად.

ყველა  ნაშრომის მიღებული იქნება აკადემიური პატიოსნების წესების დაცვით, რაც გულისხმობს პლაგიატიზმის (სხვისი ნაშრომის ან აზრის გამოყენება ციტირების გარეშე)  გამოვლენას. ნაშრომი, რომელიც შეიცავს პლაგიატიზმის ნიშნებს მოხსნილი იქნება კონკურსიდან.

ციტირება უნდა მოხდეს

კვადრატულ ფრჩხილში [ციფრი] ნაშრომის ბოლოს ჩამოთვლილი ლიტერატურის სიის შესაბამისად.

ლიტერატურის სია შედგენილი უნდა იყოს ალფავიტის მიხედვით და შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ავტორის გვარი/ები,
  • სტატიის სათაური,
  • წყარო (ჟურნალის, წიგნის დასახელება ნომრის და გვერდების მითითებით),
  • გამოცემის წელი.

ესე უნდა პასუხობდეს ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი საკითხს (სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები არ განიხილება)

ახსენით რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის გენომის პროექტის  განხორციელებით მიღებულ შედეგებს მედიცინის განვითარებაზე (დაავადებების დიაგნოზირება, პრევენცია და მკურნალობა) და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

 

დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში, ტელ: 599298168, ელ.ფოსტა: geoepigene@gmail.com

შეფასება

ესე შეფასებული იქნება სულ მცირე ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წევრებიდან. 

შეფასებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ჰიპოტეზის ფორმულირება და განვითარება;

მიმდინარე სფეროში საკითხის განსჯის უნარი;

განხილული საკითხის მნიშვნელობა ინდივიდის და საზოგადოებისთვის.

შერჩეული იქნება გამარჯვებულები 1–ლი, მე–2 და მე–3 ადგილებზე. დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდება 27 აპრილს, თსსუ–ში. გამარჯვებულების სახელები, ფოტოები და ესეები გამოქვეყნდება სამედიცინო უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ–გვერდზე. 








კონფერენციები

Created By Lemons