პლაგიატი, როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს

რა არის პლაგიატი?

პლაგიატი პლაგიატიპლაგიატი ინტელექტუალური ქურდობაა და გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ ნებისმიერი სხვაადამიანის სიტყვებისა თუ მოსაზრებების გამოყენებას ამ ადამიანის (ანუ ორიგინალური აზრისა თუსიტყვების ავტორის) წვლილის სწორად წარმოჩენის გარეშე ან მისი იგნორირებით. პლაგიატის გამოშეიძლება არ ჩაგითვალონ შესრულებული დავალება, გავლილი კურსი ან სამსახურიდანაც კიდაგითხოვონ (Campbell, 2007. აბზ. 1).

 ტერმინი „პლაგიატი” ლათინური plagiatrus-დან მომდინარეობს და ადამიანთა მოტაცებას ნიშნავდა.ალექსანდერ ლინდლი თავის ნაშრომში “პლაგიატი და ორიგინალურობა” (1952) მას განსაზღვრავს,როგორც „ავტორობის მცდარ დაშვებას: ესაა სხვა ადამიანის გონების ნაყოფის საკუთარ ნაშრომადგასაღების მცდარი ქმედება”. ამრიგად, როდესაც აკადემიურ წერაში ადამიანი სხვისი ნაშრომიდან ერთფრაზას, მთლიან წინადადებას, რამდენიმე წინადადებასა თუ მთლიან აბზაცს იღებს, უცვლელად ანარსებითად სახეცვლილად გადააქვს ის თავის ნაშრომში ავტორისა და ნაშრომის წყაროს მიუთითებლად,ის პლაგიატორია. პლაგიატთან არა მარტო მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი საკუთრად ასაღებს სხვაადამიანის წინადადებებსა თუ კონკრეტულ ფრაზებს, არამედ მაშინაც, როდესაც სხვის არგუმენტებსსაკუთრად წარმოაჩენს (Carter, 2007, აბზ. 1). 

შეიძლება იფიქროთ, რომ აკადემიურ წერაში შეუძლებელია პლაგიატის გარეშე ნაშრომისშესრულება, ვინაიდან ნებისმიერი დავალების შესრულებისას პირველი, რასაც ნებისმიერი თქვენგანიაკეთებს, დავალების შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვაა საჭირო ინფორმაციის, იდეების,არგუმენტებისა თუ მაგალითების მოსაძიებლად (Carter, 2007, აბზ. 2).

ცხადია, არავინ იბადება, ვთქვათ, დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის საქართველოსცხოვრების დეტალების ანდა ფიზიკის ფუნდამენტური აქსიომების თანდაყოლილი ცოდნით. ამიტომ,ბუნებრივია, რომ როდესაც რომელიმე კონკრეტულ თემაზე გაქვთ დასაწერი ნაშრომი, თქვენ სხვათანაშრომებს მიმართავთ ინფორმაციისთვის და ზოგჯერ ერთი სიტყვისთვისაც კი. ეს ჩვეული პრაქტიკაასტუდენტებისა თუ მეცნიერების მუშაობისას, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს პლაგიატს. 

როდესაც წერილობით ნაშრომში სხვათა მოსაზრებების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენებასათანადო წესების დაცვით ხორციელდება, მაშინ სრულიად შესაძლებელია პლაგიატისგან თავისარიდება. 

როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?

იმისათვის, რომ პლაგიატორობის საფრთხე არ დაგემუქროთ, ყოველთვის დაიცავით ქვემოთმოცემული სამი ძირითადი წესი:

  • თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის იდეებს იყენებთ, ზუსტად დაასახელეთ წყარო;
  • თუ თქვენს ნაშრომში ბუნდოვნად ჩანს, როგორ გამოიყენეთ ესა თუ ის წყარო, ისეშეცვალეთ მისი მოტანის ფორმა, რომ ეს სრულიად ცალსახად გასაგები გახდეს;
  • თუ ვინმე დაგეხმარათ წერილობითი ნაშრომის შესრულებისას, აუცილებლადმოიხსენიეთ ის და გამოყავით, დააფასეთ მისი წვლილი (Georgetown University, 2007. აბზ.2).

ქვემოთ მოცემულია ის კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ პლაგიატორობისგან თავის არიდებაში. 

  1. ყოველთვის ჩასვით ბრჭყალებში ნებისმიერი რამ, რასაც პირდაპირ ამოიღებთ ტექსტიდან, განსაკუთრებით, წერისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, როდესაც ჩანიშვნებს აკეთებთ; 
  2. გააკეთეთ პერიფრაზი, თუმცა გადაამოწმეთ, რომ პერიფრაზირების ნაცვლად უბრალოდ სიტყვების გადანაცვლება არ გამოგივიდეთ;
  3. ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, რომლის პერიფრაზსაც აკეთებთ, შემდეგ ხელი დააფარეთტექსტს ან თვალები დახუჭეთ, რათ თვალი არ გაგექცეთ და ორიგინალში ჩახედვის გარეშეთქვენი სიტყვებით ჩაწერეთ ტექსტი. 
  4. შეადარეთ პერიფრაზი ორიგინალს და დარწმუნდით, რომ არ გაქვთ გამოყენებული იგივე ფრაზები ან სიტყვები, ხოლო ინფორმაცია (ანუ შინაარსი) ზუსტადაა გადმოცემული.
  5. თქვენ არ გჭირდებათ ისეთი ფაქტების წყაროს მითითება, რომლებიც საყოველთაოდააცნობილი და რომელთა შესახებაც უამრავ წყაროს მოიძიებთ.მაგალითი: “ჯონ კენედი აშშ-ის პრეზიდენტად 1960 წელს აირჩიეს”.

ეს წინადადება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს აღწერს, ამიტომ თქვენ არ გევალებათ მისიდოკუმენტირება ანუ წყაროს მითითება, თუმცა აუცილებელია დოკუმენტირება მაშინ, როდესაც მოგაქვთ ისეთი ფაქტები, რომლებიც არ არის საყოველთაოდ ცნობილი და ისეთი იდეები, რომლებიც ფაქტების ინტერპრეტაციას გულისხმობენ. 








კონფერენციები

Created By Lemons