STST კონფერენციის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და სტუდენტური თვითმმართველობა ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია (Students’ Teaching Scientific Talks. ანუ STST) , რომელიც გაზაფხულის სემესტრის მეორე ნახევარში იმართება.

STST-ის ისტორია
STST-ის ტრადიციული კონფერენცია სათავეს 1998 წელს იღებს, რომლის სულის ჩამდგმელები გახლდნენ: პრო. ე.რაფავა (საპატიო თავმჯდომარე),  პროფ. რ.ბერიაშვილი, პროფ. ე.აბზიანიძე, პროფ. ი.კვაჭაძე, პროფ. ნ.ნინუა, თ.ალავერდაშვილი.
სტუდენტები: ი.მაყაშვილი, ი.ლაბაური, თ.ჩაგოგიძე, დ.ლორია, ე.თათარაძე, გ.შალაშვილი, ს.ხარძეიშვილი, გ.ადამაშვილი, ქ.ლაშხია.

STST-ის მიზანი:
სტუდენტებს მისცეს საშუალება, გააკეთონ სამეცნიერო მოხსენება მათთვის არამშობლიურ ენაზე და მიაწოდონ ფართო საზოგადოებას უახლესი სამედიცინო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონფერენციებზე მათ წარმატებით გამოსვლასა და პროფესიულ განვითარებას.

STST-ის სამუშაო ენები:
ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული.

მოხსენებათა ფორმა:
ზეპირი მოხსენებისათვის გამოყოფილია 7 წუთი + დამატებით კითხვებისათვის 3 წუთი, სასტენდო მოხსენებისათვის 4 წუთი. 

STST- კონკურსი
კონფერენციაზე წარმოდგენილი 5 საუკეთესო ნამუშევარი დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ყოველწლიურ შემაჯამებელ ნამუშევრების კრებულში, რომელიც ყველა მონაწილესა და ხელმძღვანელს საჩუქრად გადაეცემა. ნაშრომთა კრებული შეგიძლიათ იხილოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდება: STST კონფერნეციაში მონაწილე ყველაზე აქტიურად ჩართული დეპარტამენტი და ყველაზე აქტიურად ჩართული ლექტორი

მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის:
1.კონფერენციაში მონაწილე უნდა სწავლობდნენ თსსუ-ში, ან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ჩამონათვალში მყოფ რომელიმე ფაკულტეტზე, ან EMSA-ს ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეგისტრირებულ სამედიცინო სკოლაში;
2. ერთ ავტორს შეუძლია მაქსიმუმ ორი ნაშრომის წარმოდგენა;
3. ნაშრომს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც გაუწევს რეკომენდაციას;
4. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft powerpoint 2007-ში, prezi-ში, (http://prezi.com/) ან პოსტერის სახით (სასურველია ა1 ზომის,). მას თან უნდა ერთვოდეს დისკზე (CD) ჩაწერილი ნაშრომის ფაილი. დისკის ნაცვლად საორგანიზაციო კომიტეტი ასევე მიიღებს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ფაილს ( tsmu.scientific@gmail.com ).
5. კონფერენციაში მონაწილობის ღირებულება 10 ლარი;
6. კონფერენციაზე იწარმოებს შემდეგი ენობრივი სექციები: ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, ფრანგულის; 
7.სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის;


რეგისტრაციისათვის შეავსეთ შემდეგი ბლანკი:

ს.ს თიბისი ბანკი
საბანკო კოდი:TBCGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE94 TB79 8653 6080 1000 02
მიმღები:ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოში

ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
მსმენელთათვის გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 415 ოთახი, 
მაილი: tsmu.scientific@gmail.com 
ტელ: 551 993699 ავთო
568 929509 გიორგი
557 586862 Aaquil


* * *
გისურვებთ წარმატებებს!
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება








კონფერენციები

Created By Lemons