კვლევითი კონფერენციის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სტუდენტური თვითმმართველობისა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ყოველწლიურად იმართება ტრადიციული სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცა:

77-ე სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემია-ახალგაზრდული საბჭო
სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კლუბი -vitalis
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია

კონფერენციაში მონაწილე ნაშრომები დაიბეჭდება ივანე თახნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამცნიერო საზოგაოების ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში;

კონფერენციაში მონაწილობის პირობები:
1. მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და ხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)
2. მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური
3. კონფერენიის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
4. წინასწარი რეგისტრაცია 30 მარტამდე
5. თეზისების მიღება დაიწყება 2015 წლის 30 იანვრიდან და შეწყდება 30 აპრილს 17:00სთ-ზე. (დაგვიანებული თეზისები კონფერენციაზე არ დაიშვება;)
6. კონფერენცია გაიმართება 30 მაისს 2015წ (შაბათი)
7. ერთ ავტორს შეუძლია მაქსიმუმ სამი ნაშრომის წარმოდგენა;
8. თანაავტორთა რაოდენობა (ავტორის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ხუთს, ხოლო სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის რაოდენობა ორს: 
9. შემთხვევის აღწერები მოხსენდება კონფერენციაზე კონკურსს გარეშე;
10. ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ კვლევას; 
11. კონფერენციაზე წამოდგენილი შრომა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;
12. საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია აწარმოოს კონფერენციის მასალათა ლეგალური დუბლიკაცია, ედიტორული ცვლილებების შეტანის გარეშე (ავტორთან შეუთანხმებლად);

თეზისი უნდა დაიბეჭდოს A-4 ფორმატის ქაღალდზე. მას თან უნდა ერთვოდეს სააპლიკაციო ფორმა და დისკზე (CD) ჩაწერილი თეზისის ფაილი Microsoft Word-is ფორმატში. დისკის ნაცვლად საორგანიზაციო კომიტეტი ასევე მიიღებს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ფაილს (tsmu.scientific@gmail.com) ტექსტი უნდა აიკრიფოს შრიფტ AcadNusx, ზომით – 12; აღნიშვნებისათვის Times New Roman

თეზისის გაფორმების წესი: 
• ავტორის და თანაავტორთა გვარები და სახელები იწერება სრულად;
• სათაური უნდა იყოს გარკვევით ფორმულირებული, არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს;
• უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი), დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელი სახელი გვარი (სრულად), მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად);

თეზისი უნდა მოიცავდეს:
1. პრობლემის აღწერას;
2. მეთოდოლოგიას;
3. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს;
4. დასკვნებს;

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Powerpoint 2007 ან Prezi-ში) ან პოსტერის სახით (A1 ზომის, ციფრული).

რეგლამენტი:
* სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისთვის და დისკუსიისთვის;
*პოსტერული მოხსენებისათვის 3 წუთი

დამხმარე ლიტერატურა:
საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომი 
http://sss.tsmu.edu/page_right.php?id=50

საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა
http://sss.tsmu.edu/page_right.php?id=51

ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა
http://tinyurl.com/qx6uz6g

გამოყენებული წყაროს მითითება
http://sss.tsmu.edu/page_right.php?id=48

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 415 ოთახი.
email: tsmu.scientific@gmail.com
www.facebook.com/sss.tsmu
www.sss.tsmu.edu
***
გისურვებთ წარმატებებს!
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

 

 








2015-03-01

სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცა

კონფერენციაში მონაწილობის პირობები:
1. მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და ხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)
2. მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური
3. კონფერენიის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
4. წინასწარი რეგისტრაცია 30 მარტამდე
5. თეზისების მიღება დაიწყება 2015 წლის 30 იანვრიდან და შეწყდება 30 აპრილს 17:00სთ-ზე. (დაგვიანებული თეზისები კონფერენციაზე არ დაიშვება;)

 

ვრცლად

კონფერენციები

Created By Lemons