ადამიანის ნორმალური ანატომია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სტუდენტური თვითმმართველობისა და ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე "ადამიანის ნორმალური ანატომია". 

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს. 
  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტს (ვაჟა-ფშაველას 29ა, მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული.).
  • კონფერენციას  წინ უძღვის წინა შესარჩევი ეტაპი, რომელიც გაიმართება ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში კონფერენციამდე 1 კვირით ადრე.
  • სტუდენტთა ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით. Powerpoint 2007 ან Prezi-ში
  • თითო მოხსენებისათვის გათვალისწინებულია 7 წუთი, + 3 წუთი დისკუსიისათვის

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს მოწვეული საპატიო ჟიური, შემდეგი კომპონენტების მეშვეობით: 

  1.  რამდენად კარგად ფლობს თემას,
  2. რამდენად სწორად იყენებს სამედიცინო ტერმინოლოგიას,
  3. რამდენად კარგად გადასცემს აუდიტორიას ინფორმაციას,
  4. ვიზუალური გაფორმება
  5. დროის რეგლამენტი
  6. დასმულ კითხვებზე პასუხი

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

   sss.tsmu  or Students’ Scientific Society of Tbilisi State Medical University
  tsmu.scientific@gmail.com   

გისურვებთ წარმატებებს!!!
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

 








კონფერენციები

Created By Lemons