პაატა იმნაძის ლექცია

ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ რექტორის დარბაზში 3 ნოემბერს 17 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია ებოლას ვირუსთან დაკავშირებით. 


ლექციაზე განხილული იყო ებოლას ვირუსის გამომწვევი ფაქტორები, კლინიკური ნიშნები , გადაცემისა და თავიდან აცილების გზები, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. 

ლექციას კითხულობდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი პაატა იმნაძე. (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი )

 

  

 

 






კონფერენციები

Created By Lemons