თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა,

2014 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის V სართულზე "საშობაო დარბაზში" 
სტუდენტთა სამეცნიერო–კვლევითი კლუბი "VITALIS" და თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, თსსუ–ში გაიხსნა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენა დაიხურება 31 ოქტომბერს. 
გამოფენის მონახულების საშუალება გექნებათ სამშაბათი-ხუთშაბათი, პარასკევი 12:00 - 17:00 საათამდე, ოთხშაბათი 21:00 სთ-მდე.

  

  

  

გამოფენა დაიხურება სემინარით – „არტ თერაპია და მისი მნიშვნელობა“






კონფერენციები

Created By Lemons