სამეცნიერო საზოგადოება მწუხარებას

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გივი თურმანაულის გარდაცვალების შესახებ და უსამძიმრებს მის ოჯახს.
ბატონი გივი უამრავი თაობის აღმზრდელი, მასწავლებელი, სამედიცინო ფარმაკოლგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებაათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ფარმაკოლოგთა კავშირის წევრი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, 25 სახელმძღვანელოს ავტორი. 

მის სახელს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენიებს ივ.თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ყველა წევრი.

ჩვენ გვეამაყება იმ კედლებში სწავლა სადაც არაერთი ასეთი დამსახურებული პიროვნება მოღვაწეობდა. ბატონმა გივიმ გვაჩვენა თუ როგორ უნდა ემსახურო საზოგადოებას და იყო მისი ღირსეული წევრი. ექიმი და მეცნიერიც, იგი გახლდათ ჭეშმარიტი ეტალონი შემდგარი პიროვნებისა.






კონფერენციები

Created By Lemons