სტუმრობა ლუგარის ლაბორატორიაში

2015 წლის 31 მარტს, ივ.თარხნიშვილის სახ. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრიში.

საზოგადოების წევრებმა დაათვალიერეს და მიიღეს სრული ინფორმაცია ლაბორატორიის მუშაობისა და შესაძლებლობების შესახებ. 
ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ადგილი სადაც ყველა მეცნიერებითა და კვლევით დაინტერესებულ პიროვნებას აქვს საშუალება უმაღლეს დონეზე განახორციელოს კვლევითი აქტივობა.

  


ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცნეტრში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია „შემდგომი თაობის სეკვენსის“ აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენ რეგიონში.

PhotoAlbum _NCDC_2013 PhotoAlbum _NCDC_2013 PhotoAlbum _NCDC_2013


ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად. 

PhotoAlbum _NCDC_2013 PhotoAlbum _NCDC_2013 PhotoAlbum_NCDC_2013


ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი - BSL-3 სივრცეში და აშშ უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევითი ცენტრი (WRAIR) - BSL-2 სივრცეში.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მადლობას უხდის საქართველოს დაავადებითა კონტროლისა და საზოგადოებირი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. 

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ პაატა იმნაძეს და ქალბატონ ეკატერინე ადეიშვილს.






კონფერენციები

Created By Lemons