ექიმთა საერთასორისო დღე

პატივცემულო ექიმებო!

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გილოცავთ ექიმთა საერთაშორისო დღეს. ექიმობა ხომ მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების სტილია. განურჩევლად ადგილის, დროისა თუ სივრცის, ექიმი ყველგან მის ჩვეულ როლში გვევლინება. ეს დასაფასებელია, აღსანიშნავი და მადლიერების გამოხატვის ღირსია.

მედიცინის ყველა მუშაკს, ექიმს, დოქტორს, რეზიდენტსა თუ სტუდენტს ვულოცავთ ექიმთა საერთაშორისო დღეს. სამეცნიერო საზოგადოება გულითადად და წრფელი გულით გამოხატავს დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას თქვენდამი. ყველა თქვენთაგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიძლიერეს, სიბეჯითეს, სწორმჭვრეტელობასა და უდიდეს წარმატებებს, პროფესიულ სიძნელეების გადალახვას, სიკვდილთან და დაავადებასთან ბრძოლაში მუდამ გამარჯვებას.

უფალი იყოს თქვენი მფარველი!

 






კონფერენციები

Created By Lemons