სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცა
სტუდენტთა 77-ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცის ორგანიზატორები არიან:
ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემია-ახალგაზრდული საბჭო
სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კლუბი -vitalis
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია
კონფერენციაში მონაწილე ნაშრომები დაიბეჭდება ივანე თახნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამცნიერო საზოგაოების ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში;
გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც დაჯილდოვდებიან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებულიი პრიზებით.
კონფერენციაში მონაწილობის პირობები:
1. მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზ.ჯანდაცვის, სტომატოლოგის, ფარმაციის და ბიომედიცინის და ხვა ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს)
2. მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური
3. კონფერენიის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
4. წინასწარი რეგისტრაცია 30 მარტამდე
5. თეზისების მიღება დაიწყება 2015 წლის 30 იანვრიდან და შეწყდება 30 აპრილს 17:00სთ-ზე. (დაგვიანებული თეზისები კონფერენციაზე არ დაიშვება;)
6. კონფერენცია გაიმართება 30 მაისს 2015წ (შაბათი)
7. ერთ ავტორს შეუძლია მაქსიმუმ სამი ნაშრომის წარმოდგენა;
8. თანაავტორთა რაოდენობა (ავტორის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ხუთს, ხოლო სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის რაოდენობა ორს:
9. შემთხვევის აღწერები მოხსენდება კონფერენციაზე კონკურსს გარეშე;
10. ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ კვლევას;
11. კონფერენციაზე წამოდგენილი შრომა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;
12. საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია აწარმოოს კონფერენციის მასალათა ლეგალური დუბლიკაცია, ედიტორული ცვლილებების შეტანის გარეშე (ავტორთან შეუთანხმებლად);
თეზისი უნდა დაიბეჭდოს A-4 ფორმატის ქაღალდზე. მას თან უნდა ერთვოდეს სააპლიკაციო ფორმა და დისკზე (CD) ჩაწერილი თეზისის ფაილი Microsoft Word-is ფორმატში. დისკის ნაცვლად საორგანიზაციო კომიტეტი ასევე მიიღებს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ფაილს (tsmu.scientific@gmail.com
თეზისის გაფორმების წესი:
• ავტორის და თანაავტორთა გვარები და სახელები იწერება სრულად;
• სათაური უნდა იყოს გარკვევით ფორმულირებული, არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს;
• უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი), დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელი სახელი გვარი (სრულად), მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად);
თეზისი უნდა მოიცავდეს:
1. პრობლემის აღწერას;
2. მეთოდოლოგიას;
3. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს;
4. დასკვნებს;
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Powerpoint 2007 ან Prezi-ში) ან პოსტერის სახით (A1 ზომის, ციფრული).
რეგლამენტი:
* სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისთვის და დისკუსიისთვის;
*პოსტერული მოხსენებისათვის 3 წუთი
რეგისტრაცია
დამხმარე ლიტერატურა:
საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომი
საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა
ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომის სტრუქტურა
გამოყენებული წყაროს მითითება
პოსტერის გაიდლაინი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი მე-4 სართული 415 ოთახი.
email: tsmu.scientific@gmail.com
www.facebook.com/sss.tsmu
www.sss.tsmu.edu
***
გისურვებთ წარმატებებს!
ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება
კონფერენციები
მისამართი
ტელეფონი
(+995) 577 780 788
(0322) 2 542 471
სიახლის გამოწერა
SSS.TSMU.EDU @ 2014
Created By Lemons