ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება იწყებს 67 წლიანი ისტორიის მოძიებას და დამუშავებას

    ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება იწყებს საკუთარი  67 წლიანი ისტორიის მოძიებას და დამუშავებას.

   სურვილი გვაქვს აღვადგინოთ სრული ისტორია სამეცნიერო საზოგადოების შესახებ. გამოვარკვიოთ, თითოეული წევრის სახელი და გვარი, მათ მიერ დამუშავებული სამეცნიერო ნაშრომები, საზოგადოების მიერ ჩატარებული კონფერენციების, სემინარების, ტრეინინგებისა და კონგრესების შესახებ, სრული ინფორმაცია.  ჩვენ უკვე დავიწყეთ მოძიება საზოგადოების მიერ გამოცემული სტუდენტთა ნამუშევართა კრებულების, საინფორმაციო აფიშების, კვლევების, სტატიების და ლიტერატურული მიმოხილვების შესახებ ჩანაწერების.

     მოგმართავთ თხოვნით ოცდათერთმეტი  თაობის ასობით წევრს და საზოგადოების საპატიო წევრებს, თუ გაქვთ რაიმე ნივთები ან ზეპირი ინფორმაცია ივ.თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების შესახებ, მოგვაწოდოთ, რათა გავაცნოთ საზოგადოებას და ერთად შემოვუნახოთ იგი ჩვენი საქმის გამგრძელებლებსა და გულშემატკივრებს.

ჩვენ გვჯერა თქვენი გულისხმიერების!

https://www.facebook.com/SSS.TSMU
tsmu.scienitific@gmail.com

577 780 788 (მიშა).
sss.tsmu.edu






კონფერენციები

Created By Lemons