ივანე თარხნიშვილის ბიოგრაფია

`   

"მტკიცედ მწამს, რომ მეცნირება მეცნიერებისთვის არ არსებობს… ყველაფერი, რაც არსებობს, მეცნირების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ყველაფერი, რასაც მეცნირება მიაღწევს - ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს”,

ეს სიტყვები მან XIX საუკუნის მიწურულს წარმოთქვა, მთელი თავისი ცხოვრებით მეცნიერებას ემსახურებოდა და ... რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს, მან დროს გაუსწრო...

   ივანე თარხნიშვილი დაიბადა 1846 წლის 15 ივნისს თბილისში. შამწუხაროდ, ივანეს ბედმა დაბადების პირველივე წელს უმუხთლა და დედით დაობლებული ბავშვის გაზრდისა და აღზრდის მთელი სიმძიმე მთლიანად მამას დააწვა. გენერალ-ლეიტენანტობას მიღწეული რამაზ თარხან-მოურავი სამხედრო საქმის დიდი მოტრფიალე იყო და ამ საქმეში საკმაოდ კარგადაც იჩენდა თავს, ამას შეიძლება ხელს ისიც უწყობდა, რომ იგი ქართველი მეომრის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი იყო. მან შვილის აღზრდისა და განვითარებისათვის არაფერი დაიშურა და პატარა ვანოს ასაკისათვის მაქსიმალური განათლება მისცა.

  კავკასიაში მოგზაურობისას დიდი ფრანგი მწერალი და მოგზაური ალექსანდრე დიუმა ქალაქ ნუხაში გაეცნო რამაზ თარხან-მოურავის ოჯახს, მან თითქოს იწინასწარმეტყველა პატარა ივანეს დიდი მომავალი და ფრანგულ ენაზე ბრწყინვალედ მოსაუბრე, საოცრად სხარტი აზროვნების, არაჩვეულებრივი გარეგნობის, მოსიყვარულე ხასიათის ბავშვს `დაუმეგობრდა” და თავის წიგნში `კავკასია” მამა-შვილ თარხნიშვილებს რამდენიმე ფურცელი მიუძღვნა, აი კერძოდ რას წერდა ის: `ბიჭუნამ საუცხოოდ იცის ფრანგული ენა: გამაკვირვა გალიციზმმა ამ ბავშვის მეტყველებაში. Eის სასწაული იყო და მე მისით მოხიბლული ვიყავი ვერც კი ვბედავ ბავშვი ვუწოდო... როცა გამომშვიდობებისას ორივე ხელი გავუწოდე პატარა თავადი ატირდა. ბავშვი ისე ჩავიხუტე როგორც საკუთარი შვილი, პატარა ივანესთან განშორებამ კავკასიაში ჩემი ყოფნის განმავლობაში ყველაზე დიდი ტკივილი  მომაყენა. “

  ივანეს მამა შვივლის ბრწყინვალე სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. Aამ მიზნით მას ის პეტერბურგში წაიყვანა, მაგრამ ყმაწვილის ცნობისმოყვარეობამ  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი აიძულეა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკურ განათლებას დასთანხმებოდა, რათაA ხელი შეეშალა შვილის სურვილისათვის – გამხდარიყო ექიმი. Mმაგრამ ერთი წლის შემდეგ მიკლუხო-მაკლაისთან და სხვა სტუდენტებთან ერთად, სტუდენტურ შეკრებში მონაწილეობისა ,,თავისუფალი აზროვნებისთვის” იგი პეტერბურგის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. თუმცა გავლენიანი ნათესავების წყალობით რუსეთში სწავლის გაგრძელების ნებას მაინც დართეს.

   ივანე თარხნიშვილი ადრევე გაიტაცა სამეცნიერო-კცვლევითმა მუშაობამ. ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა ივანე სეჩენოვის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. გიორგი წერეთელი, რომელიც ახლოს იცნობდა თარხნიშვილის ცხოვრებას პეტერბურგში მისი ჩასვლის პირველივე დღეებიდანვე წერდა: `სეჩენოვს ძალიან უყვარდა თარხნიშვილი და უწინასწარმეტყველებდა, რომ შენ უნდა შეიქნე ჩემი სამეცნოერო მუშაობის გამგრძელებელიო” სტუდენტობის დროს იგი მუშაობდა რეფლექსების ფიზიოლიგიის საკითხებზე, იკვლევდა მგრძნობიარე ნერვების და ნერვული ცენტრების გათბობა-გაციებით გამოწვეულ მოვლენებს, დიდი ინტერესტით სწავლობდა ნერვულ ცენტრებში გაღიზიანებათა სუმაციის კანონზომიერებას. უკვე ამ პერიოდში მან დაამთავრა რამდენიმე ნაშრომზე მუშაობა. 1871 წელს კი სადოქტორო დისერტაციას იცავს ,, ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე, ზურგისა და თავის ტვინზე სითბოს და სიცივის გვალენის შესახებ.’

  ხანგრძლივი საზღვარგარეთული მივლინებებიდან დაბრუნების შემდეგ ის არა მარტო სამეცნიერო შრომებს აქვეყნებდა და ყველაფერ ახალს ნერგავდა, არამედ თავისი დროის მსოფლიო მეცნიერების მიღწევების პოპულარიზებას ეწეოდა. 1875 წელს ის პრივატ-დოცენტად აირჩიეს, 1877 წელს-პროფესორად, სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად, ხოლო 1881 წელს 35 წლის ასაკში _ აკადემიკოსად.

  ცდების წარმოების დროს იგი თავდავიწყებამდე ებმებოდა კვლევაში და თუ ყოველი დადებითი შედეგი მას უაღრესად ახარებდა და აღაფრთოვანებდა, სამაგიეროდ მარცხს მეტად მტკივდეულანდ განიცდიდა, გასაკვირი არც არის,  საოცარი პასუხიმსგებლიობისა და ნიჭის ფონზე მისი უდიდესი წარმატება: ნეიროფიზიოლოიასა და რეანიმაციაში, სოციალურ და პროფესიული ჰიგიენის პრობლემებში, ჰიპოთერმიის ფიზიოლოგიურ საფუძვლებსა და ფსიქოფიზიოლოგიაში, ევოლუციური ფიზიოლოგისა და რენტგენოთერაპიაში, მცენარეთა ფიზიოლოგიასა და რადიობიოლოგიაში, მიკროცირკულაციასა და ჰორმონოთერაპიაში, ეკოლოგიასა და კურორტოლოგიაში, ჰემატოლოგიასა და მედიკობიოლოგიური პრობლემების სოციალურ ასპექტებში _ ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც საოცარი წარმატებით ოღვაწეობდა მეცნიერი. თარხან-მოურავის მეცნიერულ შემოქმედებაში ყველაზე ღირებულია დისციპლინათა მიჯნაზე ახლის ძიებისაკენ სწრაფვა. იგი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევდა. ერთ-ერთი ამგვარი დამახასიათებელი მაგალითი რადიობიოლოგიას განეკუთვნება.

   ვილჰელმ რენტგენმა 1895 წლის დეკემბერში ბიურსბურგის ფიზიკოსთა საოგადოების საშობაო სხდომაზე თავისი ღირშესანიშნავი აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ეს სენსაციური ცნობა სწრაფად გავცელდა, რუსი ექიმების საზოგადოების ინციატივით პეტერბურგის ბიოლოგიურ ლაბორატოპრიაში რენტგენის სხივების შესახებ მოხსენებიბის კითხვა და ცდების დემოსტრაცია დაიწყეს. 1896 წლის გაზაფხულზე დისკუსიის დროს  პ. ლესგაფტმა თარხან-მოურავს შესთავაზა სასიცოცხლო პროცესებზე X_სხივების (რენტგენის სხივების) შესაძლო გავლენის შესახებ აზრი გამოეთქვა. ივანე ფიქრობდა, რომ უპირველესად აუცილებელი იყო განსაზღვრულიყო ახდენდა თუ არა გავლენას X_სხივები ნივთიერებათა ცვლაზე, ცოცხალი ორგანიზმებისა და ცხოველების აგზნებადობაზე, ეს არსებითად პირველი ფართო რადიობიოლოგიური პროგრამა იყო რომლის განხორციელებას თარხან-მოურავი დაუყოვნებლივ შეუდგა.

   იმის გამო, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში სადაც თარხან-მოურავი თავის ცდებს ატარებდა  X_სხივების მისაღები დანადგარები არ იყო ამიტომ მან ზაფხულის არდადაგების გამოყენება გადაწყვიტა, როდესაც ფიზიკის ლაბორატორიაში ეს დანადგარები თავისუფალი იყო, მან ზაფხულში დასვენებაზე უარი თქვა და ექიმი ულიაბკოც დაითანხმა, დარჩენილიყო და X_სხივებზე ცდებში მისთვის ასისტენტობა გაეწია. მართლაც, 1896 წლის სექტემბერში გამოჩნდა საზაფხულო `რენდგენის ექსპედიციის” პირველი შედეგები, თავდაპირველად `პეტერბურგის ბიოლოგიის მაცნეში”, შემდეგ კი `ს. ბოტკინის საავადმყოფოს გაზეთის” ორ გამოშვებაში დაბეჭდა სამი სტატია რომლებშიც ვკითხულობთ `...მოცემული პუბლიკაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმის დამტკიცების პირველი მცდელობაა, რომ X_სხივებით შესაძლებელია არა მხოლოდ ფოტოგრაფირება და დიაგნისტირება, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არამედ სასიცოცხლო პროცესებზე გავლენის მოხდენაც. არ გაგვიკვირდება თუ ახლო მომავალში, ამ სხივებს სამკურნალო მიზნით გამოიყენებენ”, 1966 წელს კუზინი წერდა `მისი გამოკვლევები მაიონიზებული რადიაციის ბიოლოგიური მოქმედების შესწავლის შესახებ ნაშრომების საწყისად იქცა... შემდგომში ბევრი აღმოჩენა, სენსაცია, მარცხი იყო. მაგრამ ეს გახლდათ დასაწყისი, რადიობიოლოგიის დაბადება’.

  რადიობიოლოგიური გამოკვლევების მეთოდიკა 1896 წლის შრომებშივე როგორც ეს საერთოდ ახასიათებდა თარხნიშვილს, საუკუნოვანი ხანდაზმულობის მიუხედავად მისი ამ ნაშრომების მიმართ, ამოცანის დასახვისა და მისი განხორციელების გულმოდგინების თვალსაზრისით, დღესაც შეუძლეელია რამე პრეტენზიის წაყენება. დღესდღეობითაც კი რადიობიოლოგიურ ნაშრომებში ყოველთვის როდი წავიკითხავთ: `ცხოველების რენდგენიზაციაზე ჩატარებული ცდების ყველა სერიას თან ახლდა საკონტროლო ცდები, რომლებშიც ცხოველები ზუსტად ისეთივე გარემო პირობებში იმყოფებოდნენ, X _ სხივების გამოკლებით”. საერთოდ თარხნიშვილს ახასიათებდა ბიოლოგიური ექსპერიმენტისა და სამეცნიერო გამოკვლევის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა.. ის თვითონ გახლავთ რიგი ახალი მეთოდებისა, მათ შორის ადამიანისთვის სიცოცხილის მოცულობის გაზომვის არაინვაზიური მეთოდის, `ნერვული აგზნების გავრცელების”, სიჩქარის გაზომვის და ელექტროსტიმულაციის მეთოდების ავტორი.

` ცხოველთა ქცევა X_სხივების ზემოქმედების პროცესში”-ასე დაასათაურა თარხან-მურავმა რადიობიოლოგისს პირველი მეცნიერული განყოფილება მან აღმოაჩინა, რომ თხუთმეტი წუთის განმავლობაში რენტგენიზაცია `ბაყაყებზე” დამამშვიდებლად მოქმედებს”, იწვევს რა ზოგადი მამოძრავებელი აქტიურობის მკვეთრ შემცირებას. Bბუზებსა და პეპლებზე X_სხივები ანალოგიურად მოქმედებდა. თარხან-მოურავი ვარაუდობდა, რომ კანის ანთება და თმის ცვენა X_სხივების გარდა შესაძლოა სასიცოცხლო პროცესებზე ელექტრონული ველის ზემოქმედებამაც გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ცდებში აღმოაჩინა ინდივიდუალური განსხვავება X_სხივებისადმი მგრძნობიარობაში და აგრეთვე გაღიზიანებადობის საწყისი დონის მნიშვნელობა და ამ მოვლენის ბიოლოგიური მექანიზმის ახსნა სცადა. Mმეტიც, 1896 წლის მან პირველმა დასვა ფიზიოლოგიურად აქტიური  ნივთიერებებით რადიაციული ზემოქმედების ეფეტის მოდიფიკაციის და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატის ზემოაქმედებაზე დასხივებული ორგანიზმის ბიოლოგიური სისტემების რეაქტიულობის შეცვლის დღეასც აქტუალური პრობლემა.

    თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ რენტგენოთერაპიის დროს აღნიშნული უქეიფობა, თავის ტკივილი, გულის სისუსტე და ა.შ. განპირობებეულია დასხივების შედეგად წარმოქმნილი სხვადსასხვაგვარი `შხამიანი ნივთიერებებით”, მათ შორის ნეირინით და ქოლინით, სპერმინით, რომელიც მისი აზრით, კატალიზატორს წარმოადგენს, ამ შხამებს უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნის:. ამ მიმართულებებით დასახული გეგმების განხორციელება მას აღარ დასცალდა  ივანე თარხან-მოურავი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა... რუსმა ინტელიგენციამ დიდი პატივით დაკრძალა იგი ალსანდრე ნეველის ლავრაში, ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა პავლოვმა იგი თავმჯდომარეობდა აგრეთვე თარხან-მოურავის სხოვნისადმი მიძღვნილ რუსი ექიმების საზოგადოების საზეიმო სხდომას. 1908 წელს პასტელის ინსტიტუტში თარხან-მოურავის ბიუსტი დაიდგა, ხოლო 1912 წელს პავლოვი თავმჯდომარეობდა მის საფლავზე ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს. აკადემიკოსმა თარხნიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა თავისი ეპოქის მეცნიერული მიღწევების პოპიულარიზაციაში, რუსეთში ქალთა სამედიცინო განათლების ორგანიზების თანამედროვე კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობის პროპაგანდის საქმეში. იგი ახლოს იცნობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნების მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებს და მეგობრობდა მათთან.

    საქართველოს მეცნირებისა და განათლების ისტორიაში ივანე თარხან-მოურავს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ასრულებდა ერთ-ერთი იმ ხიდის როლს, რომლის საშუალებითაც ქართველი ხალხი ეზიარებოდა მოწინავე რუსულ და ევროპულ კულტურას. Aდიდი ერუდიციის მქონდე მეცნეირი წერდა: ,,საკითხის მიზანშეწონილ დაყენებაზეა უმთავრესად დამოკიდებული გამოკვლევის წარმატება. საკითხის ხასიათი კი დამოკიდებულია იმ მოსაზრებაზე, ჰიპოთაზასა ან თეორიაზე, რომლითაც ვხელმძღვანელობთ მოვლენათა ამა თუ იმ რიგის შესწავლის დროს”.

   თარხნიშვილი დიდ მოთხოვნებს უყენებდა საკუთარ თავს სამეცნიერო მუშაობისას. სახელოვანი მეცნიერი პირდაპირ იწვოდა შემოქმედებითი ცეცხლით. შემთხვევითი არ იყო, რომ ლექციების კითხვისას იგი მიზნად ისახავდა მსმენელებში ,,ნაპერწკლის გაღვივებას”, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა მეცნირული კვლევისთვის ეს ,,ნაპერწკალი” და მისგან გაღვივებული ,,ალი”...

 






კონფერენციები

Created By Lemons