სიახლეები

2014-12-14

საიტზე მიმდინარეობს განახლებითი სამუშაოები

ბოდიშს გიხდით ხარვეზებისათვის

ვრცლად

2014-12-13

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ბარაქასა და ბედნიერებას. უდიდესი წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ყველა თქვენთაგანისათვის დამდეგი 2015 წელი, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

ვრცლად

2014-11-04

პაატა იმნაძის ლექცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ რექტორის დარბაზში 3 ნოემბერს 17 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია ებოლას ვირუსთან დაკავშირებით. 

ვრცლად

2014-11-03

ივანე თარხნიშვილის ბიოგრაფია

ივანე თარხნიშვილი დაიბადა 1846 წლის 15 ივნისს თბილისში. შამწუხაროდ, ივანეს ბედმა დაბადების პირველივე წელს უმუხთლა და დედით დაობლებული ბავშვის გაზრდისა და აღზრდის მთელი სიმძიმე მთლიანად მამას დააწვა. გენერალ-ლეიტენანტობას მიღწეული რამაზ თარხან-მოურავი სამხედრო საქმის დიდი მოტრფიალე იყო და ამ საქმეში საკმაოდ კარგადაც იჩენდა თავს, ამას შეიძლება ხელს ისიც უწყობდა, რომ იგი ქართველი მეომრის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი იყო. მან შვილის აღზრდისა და განვითარებისათვის არაფერი დაიშურა და პატარა ვანოს ასაკისათვის მაქსიმალური განათლება მისცა.

ვრცლად

2014-10-29

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა,

2014 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის V სართულზე "საშობაო დარბაზში" 
სტუდენტთა სამეცნიერო–კვლევითი კლუბი "VITALIS" და თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, თსსუ–ში გაიხსნა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ვრცლად

2014-10-26

3rd Annual Students Scientific Conference 2014

25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია "3rd Annual Students Scientific Conference 2014" 

ვრცლად

2014-10-11

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში, გაიმარტა საჯარო ლექცია

ვრცლად

2014-09-27

საინფორმაციო შეხვედრა

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ 26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში გამართა საინფორმაციო შეხვედრა.  

ვრცლად



კონფერენციები

Created By Lemons