ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ-ის) ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება /შემდგომში “საზოგადოება”/ თსსუ-ის სტუდენტთა ნებაყოფილობითი გაერთიანებაა, რომელიც ემყარება თვითმმართველობის პრინციპებს და თავის საქმიანობას წარმართავს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, თსსუ-ის წესდების და აღნიშნული დებულების საფუძველზე. საზოგადოების მიზნებია:

  • თსსუ-ში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა
  • მედიკოს სტუდენტებში სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევების დანერგვა
  • მათი გათვითცნობიერება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრინციპებსა და მეთოდოლოგიაში
ამოცანები: 
  • თსსუ-ის კათედრებზე სამეცნიერო კლუბების ჩამოყალიბება
  • მეცნიერებით დაინტერესებულ მედიკოს სტუდენტთა ჩაბმა სტუდენტთა აღნიშნული კლუბების მუშაობაში და მათი საქმიანობის მონიტორინგი
  • ყოველწლიურად მედიკოს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის შეჯამება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების სახით
  • საქართველოს და უცხოეთის სამედიცინო სკოლების მსგავს სტრუქტურებთან კავშირის დამყარება და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა
  • ახალგაზრდა მეცნიერების ინფორმირება, რისთვისაც: გამოსცემს საკუთარ პოლიგრაფიულ მასალებს: კონფერენციების შრომათა კრებულებს (მოხსენებათა მასალები), ბუკლეტებს

აქტივობები: 

  • ,,სამეცნიერო საუბრები’’
  • STST ( Students’ Teaching Scientific Talks)
  • სასწავლო სამეცნიერო კონფერენცია უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული)
  • სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
  • ,,ჯანმრთელი ღიმილის კვირეული’’
  • საერთაშორისო ღონისძეიებები/სემინარები
  • ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე
  • Teddy-Bear-Hospital (TBH)
  • სემინარები სხვადასხვა აქტულაურ თემებზე

 

კონტაქტი:

   www.sss.tsmu.edu  or   ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება
   sss.tsmu  or Students’ Scientific Society of Tbilisi State Medical University
   IvTarkhnishvili  or  Students' Scientific Society of Tbilisi State Medical University
  tsmu.scientific@gmail.com   

 (+995) 577 780 788,  (+995) 598 54 28 74, (მიხეილ ჯანჯღავა)

          (+995) 592 15 39 39   (თორნიკე კალაძე)

  (032) 2 54 24 71

        

___________________________________________________________________________________________

გისურვებთ წარმატებებს!!!

ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი

მიხეილ ჯანჯღავა




კონფერენციები

Created By Lemons